Guru's Verification engine ensures consistency, confidence, and trust in the knowledge your organization shares. Learn more.

მცირე მეწარმე/ Small entrepreneur

თუ კურიერი მოგვწერს მცირე მეწარმის საბუთთან დაკავშირებით, უნდა ვურჩიოთ, რომ ბოტზე აირჩიოს სწორად საკითხი, რის შემდეგაც მიიღებს დეტალურ ინფორმაციას.

იმ შემთხვევაში, თუ კურიერი უარყოფს ბოტზე საკითხის სწორად არჩევას და გვთხოვს გადამოწმებას, თუ გვაქვს შესაძლებლობა შეგვიძლია დავეხმაროთ გამონაკლისად.

თუ აქვს სპეციფიური შეკითხვა და სურს ოპერაციების გუნდთან დაკავშირება, ვუთხრათ რომ ბოტზე აირჩიოს Other -რის შემდეგაც გადამისამართდება და შეძლებს გასაუბრებას.

სად უნდა გავაკეთო მცირე მეწარმის ცნობა?

მცირე მეწარმედ დარეგისტრირების პროცედურა არის შემდეგი:

  • იუსტიციის სახლში უნდა დარეგისტრირდნენ ინდ მეწარმეებად. ადგილზევე დაეხმარებიან, ონლაინ შეავსებინებენ ფორმას მცირე მეწარმის განაცხადზე.

მცირე მეწარმის დეკლარაცია როგორ უნდა შევავსო?

ამ საკითხში კომპანია არ ერევა და არ არის პასუხისმგებელი კურიერს დეკლარაცია შეუვსოს, გამომდინარე იქედან რომ ძალიან კონფიდენციალური საკითხია. ყველაზე კარგი რეკომენდაციაა, ნაცნობი ბუღალტერი დაიხმარონ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ არადა, არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამ სერვისს სთავაზობენ მცირე მეწარმეებს.


მცირე მეწარმე თუ მიკრო მეწარმე?

აუცილებლად მცირე მეწარმე, იმისთვის რომ არ დაიბეგროთ,მისაღებია მცირე ბიზნესიც.


როდიდან იმოქმედებს მცირე მეწარმის საბუთი?

მცირე მეწარმის სერთიფიკატზე დატანილია ორი თარიღი. გაცემის თარიღი და გააქტიურების თარიღი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გააქტიურების თარიღი. მცირე მეწარმის სტატუსი გააქტიურდება სერთიფიკატზე დატანილი გააქტიურების თარიღის შემდეგ.


Საქმიანობის სახე რა შეიძლება რომ იყოს?

აუცილებლად საკურიერო მომსახურეობა.


როგორ შევამოწმო მცირე მეწარმის საბუთი ატვირთული აქვს თუ არა?

საბუთის შესამოწმებლად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია გადავამისამართოთ ჩათი GEO_OPS ბალანსზე. ​

ზოგადი ინფორმაციისთვის საბუთი გამოიყურება ასე :

blob

blob

ასევე მისაღებია ინგლისური შიფტით გამოგზავნილი საბუთებიც, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად:

blob

➡️მნიშვნელოვანია: აუცილებლად მივაწოდოთ კურიერს სწორი ინფორმაცია საბუთზე, აქვს გაკეთებული თუ არა, აუცილებლად უნდა იყოს მცირე მეწარმე ან ბიზნესი, არ უნდა იყოს მიკრო ბიზნესი, აუცილებლად უნდა იყოს საქმიანობა - საკურიერო მომსახურება. არ უნდა იყოს ვაჭრობა ან სხვა მსგავსი.

ყველა მცირე მეწარმე აქტიურდება თვის პირველ რიცხვში და ჩვენთანაც ამ რიცხვიდან გააქტიურდება (სერთიფიკატის გაცემის თარიღი მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებულია ). სხვა თარიღი ჩვენთვის უმნიშვნელოა.


ამიერიდან (26.06.23) კურიერები აღარ დაიბეგრებიან 16 დან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით გამომუშავებულ თანხაზე, იმ შემთხვევაში თუ მათ მომდევნო თვის პირველ რიცხვში უაქტიურდებათ მცირე მეწარმის სტატუსი.

მაგალითად: თუ კურიერის მცირე მეწარმის სტატუსი აქტიურია 1 მარტიდან, მის მიერ 16-28 თებერვლის პერიოდში გამომუშავებული თანხა, რომელიც დაერიცხება 10 მარტამდე - აღარ დაიბეგრება.

ასევე, ცვლილებაა მხოლოდ ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით (როდესაც არ აქვთ მცირე მეწარმე) არც ასეთი კურიერები დაიბეგრებიან, ჩვენი მხრიდან მათ გამომუშავებული თანხა სრულად დაერიცხებათ, თუმცა მოუწევთ თავად დაადეკლარირონ ანაზღაურება და გადაიხადონ საშემოსავლო სამსახურში 20%.

თუ კურიერის მცირე მეწარმის სტატუსი აქტიურდება მომდევნო თვის 1 რიცხვში და ამ დროისთვის აქვს უკვე აქტიური ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი, 16-31 რიცხვში გამომუშავებული თანხა, რომელიც ასევე მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ერიცხება, ჩვენი მხრიდან დაერიცხებათ სრულად, თუმცა ამ თანხის 20%-ს თავად დაადეკლარირებენ და გადაიხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში. Ხოლო, 1 რიცხვიდან გამომუშავებული თანხა დაერიცხებათ სრულად და ბიუჯეტში გადაიხდიან მხოლოდ 1%-ს, რადგან მათ უკვე ექნებათ აქტიური მცირე მეწარმის სტატუსი.

პირებთან, რომლებსაც აქვთ მიკრო მეწარმის სტატუსი, ვოლტი აღარ ითანამშრომლებს (ვინც უკვე ჩვენი პარტნიორი კურიერია და სარგებლობს მიკრო მეწარმის სტატუსით, ჯერ-ჯერობით რჩებიან ჩვენს პარტნიორ კურიერებად).


KEYWORDS: მცირე მეწარმე, მცირე ბიზნესი

You must have Author or Collection Owner permission to create Guru Cards. Contact your team's Guru admins to use this template.